среда, 20 марта 2013 г.


1. პროექტის  სახელწოდება: გრიპი  და  მასთან  ბრძოლის  საშუალებები
2. პროექტის  მთავარი  იდეა:  მოსწავლეები  გაეცნობიან  გრიპის  გამომწვევ  მიზეზებს  და  მასთან  ბრძოლის  საშუალებებს.
3. პროექტის  აქტუალობა: ამ თემის  შესწავლით  მოსწავლეები  გააცნობიერებენ,  რომ  გრიპის  თავიდან  ასაცილებლად თუ  რა წესები  უნდა  დაიცვან.
4.  პროექტის  მიზნები:  კვლევის, კომუნიკაციისს  და კრიტიკული  აზროვნების  განვითარება.  მოსწავლეები  გაეცნობიან  გრიპის  გამომწვევ  მიზეზებს, გააცნობიერებენ  რომ  გრიპი  მიკრობებით  გამოწვეული  დაავადებაა, ხშირად  გაცივებისას  იჩენს  თავს, გაცივების  მიზეზი  შეუფერებლად  ჩაცმაა.
5. მონაწილეთა  ასაკი; 13  წელი.
6. ვადების  ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.  მოსალოდნელი  შედეგები: შეიქმნება  ბლოგი  სადაც  განთავსდება  შექმნილი ელექტრონული  მასალები, შეიქმნება  საპრეზენტაციო  ფაილები, ჩანახატები . ანგარიში
8.რესურსები: წიგნი, ინტერვიუ  უბნის  ექთანთან  ან ექიმთან.

9.პროექტის  მსვლელობა:  საპროექტო  თემის  შერჩევის  შემდეგ  შეიქმნება  პროექტის  გეგმა  და  მისი  განხორციელების  ეტაპები, მოსწავლეთა  ერთ  ნაწილს  დაევალება ,  მოიძიონ  ინფორმაცია  უბნის  ექიმთან,  ექთანთან  ან  სხვა  პირებთან  იმის  შესახებ,  რომ  თუ  ადამიანები  წესებს  დაიცავენ ,  თუ  იქნებოდა  გრიპის ეპიდემია.  მეორე  ჯგუფს   დაევალება, თუ  რა  უარყოფითი  გავლენა  შეუძლია  მოახდინოს  გრიპმა  ადამიანის  ჯანმრთელობაზე.  მოხდება  საერთო  დასკვნების  გაკეთება  და  აზრების  შეჯერება. მოსწავლეები შექმნიან ჩანახატებს ,,გრიპი და მასთან ბრძოლა", საპრეზენტაციო ფაილებს, ბლოგს, რომელზეც გაანთავსებენ დამუშავებულ ინფორმაციას.
პროექტის  დასასრულს  მოსწავლეები  შეავსებენ  თვითშეფასების  სქემებს.
10. ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:  ბუნება,ისტ.
11.პროექტის  ხელმძღვანელი: ტარიელ მიქელაძე
12. ხელმძღვანელის ელ  ფოსტა: axalsoflis.skola@gmail.com
13. პროექტის  ბლოგი:  tarieldalila.blogspot.com